გედევან ფოფხაძე - სჯობს სამართლებრივი გზები გამოვნახოთ, რომ არჩევნებამდე გამოსახლებები არ იყოს, თუ 15 ივლისიდან გამოსახლებას შეეცდებით, გპირდებით, რომ ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს

პანდემია პოზიტიურ ნაწილში როგორ გადაწყდა, ვერ გადაფარავს ვერანაირ უკანონობას, უსამართლობას და ღალატს, რომელიც განხორციელდა ქართველი ხალხის მიმართ დაპირებების შეუსრულებლობით და „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ სახით , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატი არჩევნებამდე გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, ხელჩართულ ბრძოლებს გამართავენ და აღსრულების სამსახურს აღსრულებაში ხელს შეუშლიან.

„აქ ითქვა, რომ გამოსახლებებზე მორატორიუმი აღარ იქნება და ეს საკითხი გახდება მსჯელობის საგანი მომავალში, როგორ მოვიქცეთ. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, სჯობს სამართლებრივი გზები გამოვნახოთ, რომ გამოსახლებები არჩევნებამდე არ იყოს და მომავალში ახალმა მთავრობამ გადაწყვიტოს, როგორ მოექცევა ერთი მხრივ მევახშეებს და თაღლითებს და მეორე მხრივ მათგან დაზარალებულ მოქალაქეებს. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ, ვერ ჩამოყალიბდებით და 15 ივლისიდან შეეცდებით გამოსახლებები განახორციელოთ, მაშინ მე გპირდებით, რომ ჩვენ სახალხო მორატორიუმის ფარგლებში არ მოგცემთ ამის საშუალებას და ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს. თქვენს სინდისზე იყოს მერე დაგვიჭერთ, თუ არ დაგვიჭერთ, მაგრამ ეს იქნება ასე და თქვენ მოგიწევთ ნამდვილი ბრძოლის გადატანა აღსრულების დროს. მე მზად ვარ ჩავჯდე ამის გამო და მოვიხადო სასჯელი და თქვენს სინდისზე იყოს, ამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ თუ არა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება, გამოსახლების საკითხის შესახებ მომავალმა მთავრობამ უნდა მიიღოს.

„მომავალმა მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება როგორ მოექცევა ხალხს და თაღლითები იპარპარშებენ თუ არა ამ ქვეყანაში. თქვენ 8 წელი გიყურათ ხალხმა და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგით. ის 200 და 300 ლარი, რომელზეც ახლა არის საუბარი, სურვილის შემთხვევაში შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს. მეტი არ შეგვიძლია?“ , - აღნიშნა ფოფხაძემ.

მან კორუფციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, მათ შორის პარლამენტში, რომლებიც „ფულს აკეთებენ“.

„კორუფციას მიაქვს ეს ქვეყანა და ძალიან დიდ ფულს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც მერე მორალს გვიკითხავენ, გინდა პარლამენტში, გინდა სხვაგან. არადა ეს ადამიანები ციხეში უნდა ისხდნენ. არჩევნები ყველასათვის იქნება ათვლის წერტილი. პანდემია პოზიტიურ ნაწილში როგორ გადაწყდა, ვერ გადაფარავს ვერანაირ უკანონობას, უსამართლობას და იმ ღალატს, რომელიც განხორციელდა ქართველი ხალხის მიმართ დაპირებების შეუსრულებლობით და ძალიან ბევრი უსამართლობის სახით, „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის სახით, რაც რეალურად მოხდა. ამიტომ, რაც პოზიტიურია იმაზე თვალს არავინ დახუჭავს, მაგრამ თუ გვინდა, ხალხის იყოს ხელისუფლება და მთავრობა, ყველაფერს პირდაპირ უნდა შევხედოთ და მე არ მინდა აქ მყავდეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, მე მინდა მყავდეს სახალხო მთავრობა და ამისთვის ვიბრძოლებ, ყველაფერს გავაკეთებ შემოდგომაზე“ , - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა