ეკა ბესელიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე დროებითი საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე დროებითი საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას. როგორც ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ კომისიაში მსჯელობა არა დახურულ ფორმატში, არამედ სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად უნდა მოხდეს.

„პარლამენტმა, რომელ თემაზე თუ არა ამ საკითხზე უნდა შექმნას დროებითი საპარლამენტო კომისია „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, რომ მუდმივ რეჟიმში პროფესიულ წრეებთან, არა ასე დახურულ ფორმატში, არამედ უფრო გახსნილად, სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ერთად, მუდმივად უნდა მსჯელობდეს და მონიტორინგს უნდა უწევდეს ამ პროცესს“,- განაცხადა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს