რომან კაკულია ოპოზიციას - ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დემოკრატიას აქვს ეს არის დემოკრატიის ილუზიის შექმნა

ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დემოკრატიას აქვს ეს არის დემოკრატიის ილუზიის შექმნა და ამ ილუზიასთან ბრძოლის გასაღება დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად“ - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ოპოზიციონერ კოლეგებს პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს გამოწვევები, მათ შორის ყველაზე დიდი გამოწვევაა, როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სწორი საგარეო ორიენტირები.

„ადამიანები ამაზე აგროვებენ პოლიტიკურ ქულებს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა დავინახოთ რასთან გვაქვს საქმე, დღეს ყველა დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე საუბრობს, ყველაზე დიდი საფრთხე დემოკრატიას რაც აქვს და მთელი ევროპა საუბრობს ამაზე, ეს არის დემოკრატიის ილუზიის შექმნა და ამ ილუზიასთან ბრძოლის გასაღება, როგორც დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად“, - განაცხადა კაკულიამ.

მან ასევე მიმართა გიგა ბოკერიას და განაცხადა, რომ როდესაც ადამიანებს დემოკრატიის ხარვეზებზე საუბარი აღარ შეუძლიათ, დემოკრატია ამით ზიანდება.

„ბატონო გიგა, თქვენ მოგმართავთ, ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც თქვენ განგიხილავთ პროევროპულობის მეტრად ამ ქვეყანაში, ადამიანმა თავისი წარსულით უნდა დაამტკიცოს თავისი პროევროპულობა, მე ვეცადე ჩემი ცხოვრებით, ჩემი განვლილი გზით, ყველაფრით ვეცადე, რომ თითოეული აგური დამედო 30 წლის განმავლობაში იმ გზაზე, რომელსაც ევროპისკენ მიმავალი გზა ჰქვია, როგორც შევძელი ისე ვაკეთე ეს. არავის წინაშე არ ვაპირებ ამის ახსნას, მაგრამ ვიმეორებ ყველას გასაგონად, ძალიან გთხოვთ, ნუ აზიანებთ გარემოს ამ თქვენი წაგებული ადამიანის პოზიციიდან წამოსროლილი შხამებით. იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დემოკრატიას ემუქრება არის, როდესაც ადამიანებს დემოკრატიის ხარვეზებზე საუბარი აღარ შეუძლიათ, დემოკრატია ამით ზიანდება ევროპაშიც და ყველგან. ამიტომ დემოკრატიის ილუზიის შექმნა არის ყველაზე დიდი საფრთხე“, - განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებები არის ღირებულებათა ნაწილი, რომელიც არის კულტურის ნაწილი.

„ამ ქვეყანაში როგორი კულტურაც არის დღეს, ადამიანები ადამიანების უფლებებსაც ისე აღიქვამენ. კონტექსტის გარეშე არავინ არ აღიქვამს დღეს იმ ადამიანების პოლიტპატიმრობას. ამიტომ მე ვფიქრობდი, რომ არჩევნებამდე უნდა ეცლია ყველას ჩვენთვის. საზოგადოებას გამოეხატა თავისი მოსაზრება ამ ყველაფრის მიმართ და შემდეგ აზრების გამოთქმაც შეიძლებოდა წერილის გამოგზავნაც და ყველაფერი, ეს იქნებოდა ნორმალური დამოკიდებულება. ასეთი პრინციპებით ნუ განსაზღვრავთ და ძალიან დიდ დასკვნებს ნუ გააკეთებთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა