ლევან გოგიჩაიშვილი მმართველ გუნდს - სად არის პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში? რაღაცას რომ გეტყვით ბოკერია და თქვენ ამას პასუხს გასცემთ, ამას უწოდებთ პოლიტიკურ კრიზისს?

სად არის პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში? რაღაცას რომ გეტყვით ბოკერია და თქვენ ამას პასუხს გასცემთ, ამას უწოდებთ პოლიტიკურ კრიზისს? გამოჩნდა, რომ თქვენ ამ ქვეყანაში არ ხართ გარანტი, რომ რევანში არ მოხდება,- ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე გადის.

„თქვენ გაათავისუფლეთ ციხიდან ადამიანები, რომლებიც იყვნენ წინა ხელისუფლების ნაწილი. თქვენ გაათავისუფლეთ ადამიანი, რომელიც იყო არა მხოლოდ ბიუჯეტის ქურდი, არამედ იყო რეპრესიული ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი. რატომ არ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. პრეზიდენტმა უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა? თქვენი როლი სად იყო აქ? ან რა პოლიტიკურ კრიზისზე გველაპარაკებოდით, რომ ამბობდით, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. სად არის პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში? რაღაცას რომ გეტყვით ბოკერია და თქვენ ამას პასუხს გასცემთ, ამას უწოდებთ პოლიტიკურ კრიზისს?

პოლიტიკურ კრიზისამდე თქვენ მიგყავართ, თქვენ მიგყავთ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისამდე იმიტომ, რომ ყველაზე ცუდი რაც მოხდა, გამოჩნდა ის, რომ თქვენ ამ ქვეყანაში არ ხართ გარანტი, რომ რევანში არ მოხდება. თქვენი ხელისუფლება აღარ არის ამის გარანტი. თქვენ ხართ სუსტები და ეს სისუსტე გამოჩნდა, როდესაც გამოუშვით ის ადამიანები ციხიდან და დაასამარეთ ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება გადის თქვენს პოლიტიკურ დამარცხებაზე. ეს არის ამოცანა ქართველი ხალხისთვის ოქტომბერში. თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდეს, „ქართული ოცნებაც“ უნდა მიყვეს მას ზემოდან“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა