ირაკლი კობახიძე - მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა

მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია დარჩა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მმართველი გუნდის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას უსაგნოდ აკრიტიკებდა.

„განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერ - მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა წარმატება.

სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, ვინც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, იყო რადიკალური ოპოზიცია, თავისი „ფეიქ“ ტელევიზიებით. ერთადერთი, რითაც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გახსოვთ უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება. გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ერთადერთი ის არ მოუთხოვიათ, რომ ეკლესიებში სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით. ისინი აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს. ითხოვდნენ 4 მლნ ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება. მოკლედ, ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა და მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა ჩარიცხა.

„ვიდრე ამ 3 თვის განმავლობაში ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ვისმენდით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრები გაიღეს კრიზისთან საბრძოლველად. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მლნ ლარი და კოვიდის ფონდში ჩარიცხა. დეპუტატებმა შესწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის 1/3 კოვიდის ფონდს. გახსოვთ, რომ ეს 100 მილიონიც კი ქილიკის საგანი გახადეს და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და ერთი დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერიდან“, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა