თეა წულუკიანი - გიგა ბოკერიასგან მასკარადი უჩვეულო არ არის, როდესაც მე მხედავს, ბნედა ემართება

გიგა ბოკერიასგან მასკარადი უჩვეულო არ არის, როდესაც მე მხედავს, ბნედა ემართება, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, გიგა ბოკერია მის პარტიას ბნელეთისკენ მიაქანებს.

“არ არის უჩვეულო მისგან ამ ტიპის მასკარადი, განსაკუთრებით როდესაც მე მხედავს ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი “ნაციონალები”, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული "ნაციონალები", ბოკერიას თამადობით, რომლებიც სამწუხაროდ, იქ მიკროფონები არ იყო და შეიძლება, ხალხს არ ესმოდა, საყვედურობდნენ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ჯარიმები, ოდენობები მაღალი რომ არის, ამას კიარ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო, ბატონი სერგი კაპანაძე და ბოკერია ყვიროდნენ. ისინი და ბატონი გიგა რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია. როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მე, მართალი გითხრათ, ვერ ვიდარდებ”, - განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ თეა წულუკიანი ვიხილოთ, წულუკიანი ასე პასუხობს "არა, ეს არის ტყუილი".

ცნობისთვის, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერიათეა წულუკიანს "პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი" უწოდა და პრემიერს მიმართა, „მოხსნიდა თუ არა მას სამარცხვინო განცხადებისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო