ნათია თურნავას განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნაა აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც ქართული წარმოების პირბადეები გავა ექსპორტზე.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული წარმოების პირბადეზე მოთხოვნა აშშ-ში, უკრაინაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია.

„ჩვენ მოვახერხეთ და უკვე 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს პირბადეებს. იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ჩვენ ამ დღეებში დავრთეთ ნება, რომ გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მოთხოვნა, ევროპულ ქვეყნებში, უკრაინაში. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 თვეში იმპორტიორიდან ექსპორტიორად ვიქეცით“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო