რატი იონათამიშვილი - მთავარი, რაც დღეს გამოიკვეთა, ეს არის უპირატესობა, საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის

მთავარი, რაც გამოიკვეთა დღეს ეს არის ის უპირატესობა, რაც არის საქმის კეთებასა და დესტრუქციას შორის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გახსნის პოლიტიკაზე. გახსნა შეეხება ტრანსპორტს ეტაპობრივად, 1-8 ივნისამდე ასევე, სავაჭრო ცენტრებს, საკვებ ობიექტებს, სასტუმროებს და ვფიქრობ, ეს არის იმ გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდმა გადადგა ჯერ კიდევ იმით, რომ ადრეულ ეტაპზე მიიღო შესაბამისი ზომები , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთი თვით ადრე, ვიდრე ინფიცირებული ადამიანები გვეყოლებოდა, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო და საქართველოს პარტნიორები მუდმივად აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ წარმატება ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ გუნდის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების ჩართულობის ეფექტიანობამ განაპირობა.

იონათამიშვილმა ინფიცირებულ და გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა.

მისი თქმით, 735 შემთხვევიდან საქართველოში 557 გამოჯანმრთელებული ადამიანია, ხოლო აქტიური შემთხვევა არის მხოლოდ 166.

„ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებენ შედეგებზე და მით უფრო ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ ციფრები არ არის არამედ, არის კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი. ჩვენი ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის სისტემისთვის ეს არის კოლოსალური შედეგი, რომლითაც თითოეული ჩვენთაგანი სამართლიანად უნდა ვამაყობდეთ. ჩვენს სამეზობლოში არის შემთხვევები სადაც სტატისტიკა პირიქითაა და ინფიცირებულების რიცხვი 2-3-ჯერ მეტია ვიდრე გამოჯანმრთელებულების. ინფიცირებულ ადამიანებს შორის სიკვდილიანობის სტატისტიკა მსოფლიოში არის 6,5 %, არის ისეთი ქვეყნები ჩვენზე უფრო ძლიერი ეკონომიკის, სადაც 10%-ზე მეტია შემთხვევები, საქართველოში კი 1,5%-ია. ვფიქრობ, ეს ციფრები კარგად მეტყველებენ შედეგებზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, იმ ქვეყნებში სადაც დიდი აფეთქებები მოხდა, საერთაშორისო დონეზე, ვერც ერთმა ვერ შეძლო დახურულ სივრცეში ინფიცირების შეკავება თუმცა, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რომ დახურულ სივრცეში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა, რაც, მისივე თქმით, სწორად და დროულად მიღებული, სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების დამსახურებაა. „მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მცდელობისა - როგორმე ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევას, პანდემიასთან ბრძოლაში, ჩვენ გვესმის საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. აქედან მინდა გამოვყო გაეროს გენერალური მდივნის, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადება, ჩვენი მეგობრების განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ევროკავშირის ელჩის, სხვა პარტნიორი ელჩების განცხადებები. აღარ ვსაუბრობ სხვა ავტორიტეტულ გამოცემებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელი წერილით გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეს და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან თავისი გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ სხვა მიმართულებითაც საქართველოს მიმართ გაკეთებულ ძალიან მნიშვნელოვან მხარდამჭერ განცხადებებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კოვიდსტატისტიკა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 3,5 მლრდ, დოლარის მობილიზება შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ პერიოდის მანძილზე აღვივებდა სიძულვილის ენას და ჯიუტად ცდილობდა ეკლესიის, ხელისუფლების და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების დაკნინებას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს