გიგი უგულავა - როცა ადამიანი პათოლოგიურად მოწადინებულია, რომ გადაგაგდოს და მოგატყუოს, ეს არის ქვიშაზე სახლის შენება, ასე ქვეყანა ვერ აშენდება

როდესაც ადამიანი პათოლოგიურად მოწადინებულია, რომ გადაგაგდოს და მოგატყუოს, ეს არის ქვიშაზე სახლის შენება, ასე ქვეყანა ვერ აშენდება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

უგულავას თქმით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს „კისერზე ფეხს არ დააჭერ“ და არ ეტყვი, რომ მის ქონებას სანქციები დაედება, მანამდე მას არც ერთი სხვა ენის, მათ შორის არც დიპლომატიური მიდგომის არ ესმის.

„ეს ადამიანი ისეა მოწყობილი, ვიდრე კისერზე ფეხს არ დააჭერ, ვიდრე გადაჭრით არ ეტყვი, რომ შენს ქონებას და ყველაფერს დაედება სანქცია, მანამდე არ ესმის არანაირი ენა, არც დიპლომატიური, არც მოზომილი. პირიქით, როგორც კი დიპლომატიურად ესაუბრები, ის იღებს რომ შენ, ან ფეხზე გკიდია საუბრის თემა და უბრალოდ ლაპარაკობ, ან სისუსტეს ავლენ. მისი ამოცანაა, დაგასწროს მოტყუება. ეს არის აბსოლუტურად სხვა ფილოსოფიის ადამიანი, ეს არის იმ ფილოსოფიის ადამიანი, რომლის მართვასთან მიშვება არ შიძლება. როდესაც ადამიანი პათოლოგიურად მოწადინებულია, რომ გადაგაგდოს და მოგატყუოს, შეუძლებელია, ეს არის ქვიშაზე სახლის შენება, ასე ქვეყანა ვერ აშენდება, რადგან გინდა ეკონომიკა, გინდა პოლიტიკა და საზოგადოება, პირადი ცხოვრებაც კი ეფუძნება სიტყვას, რელიგიაც კი ეფუძნება სიტყვას და ამას ფასი დაკარგული აქვს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მმართველობის ორი ვადა ის რუბიკონია, რომლის გადალახვა ყველა ლიდერს უჭირს. უგულავას განცხადებით, ამ რუბიკონოს გადალახვა შესაძლებელია თუ ხარ ძალიან წარმატებული ან მოძალადე. შესაბამისად, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ დასავლეთმა დაინახა, რომ ხელისუფლება არა წარმატებისკენ, არამედ ხელისუფლების ძალადობის გზით შენარჩუნებისკენ მიდიოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს