ირმა ნადირაშვილი - ახალი სიმაღლეები დაიპყრო ბატონმა გახარიამ, როდესაც თქვა, რომ კორუფცია ყოფილა ქართულ-ჯიგრული

ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს და რა ვქნათ, ვერც ნეპოტიზმს აღმოვფხვრით და ვერც კორუფციას. შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის და ახლა, ახალი სიმაღლეები დაიპყრო ბატონმა გახარიამ, როდესაც თქვა, რომ კორუფცია ყოფილა ქართულ-ჯიგრული, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლას.

ნადირაშვილის აზრით, მსგავსი პასუხები კორუფციაზე სახელმწიფოს ფუნდამენტს არყევს და ეკონომიკის ჩამოშლას უწყობს ხელს.

„გახარიას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ამ შეფასებებს ისმენენ საჯარო მოხელეები, ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ხვალ უფრო მეტი მოიპარონ, მათმა ნათესავებმა მეტი ტენდერი მოიგონ კონკურენციის გარეშე და მთელი ქართული ეკონომიკა ბოლომდე ჩამოიშალოს. მიპასუხეთ, რა განსხვავებაა გახარიასა და ღარიბაშვილს შორის როდესაც აგდებულად პასუხობენ კითხვებს კორუფციაზე და ამით არყევენ სახელმწიფოს ფუნდამენტს,“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა