ვახტანგ ძაბირაძე პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე - ეს ის ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, შეიძლება გამონაკლისიც კი, როდესაც მმართველმა გუნდმა სწორად განსაზღვრა თემაც და სწორად წაიყვანა კამათიც

ეს ის ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, შეიძლება გამონაკლისიც კი, როდესაც მმართველმა გუნდმა სწორად განსაზღვრა თემაც და სწორად წაიყვანა კამათიც, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას.

მისი თქმით, რა მოლოდინიც ჰქონდა, ისე წარიმართა სიტუაცია, თუმცა იყო საკითხები, რაზეც პრემიერის მხრიდან უფრო დეტალურ განხილვას ელოდებოდა, მათ შორის სოციალური დახმარების კუთხით.

„პარლამენტში პრემიერის გამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო თავად მთავრობამ და მიიღო იმიტომ, რომ მათ წარმატებული პერიოდი ჰქონდათ ამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ძირითადად, ამას მიეძღვნა მისი გამოსვლა. ყველა დეტალს პრემიერი არ შეხებია და შეეხო მხოლოდ იმას და იმ კუთხით, რაც კუთხითაც ხელისუფლებისთვის ეს იქნებოდა მომგებიანი. სხვა გამოსვლას არც ველოდებოდი, ველოდებოდი იმას, რაზეც იყო ლაპარაკი. მეგონა, რომ აუცილებლად იქნებოდა სოციალურ პაკეტზე საუბარი, მეგონა, რომ აქ იქნებოდა უფრო მეტი არა გულახდილობა, არამედ ველოდებოდი, რომ ბიუჯეტით წარდგებოდა პრემიერი და რატომღაც აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის ცვლილება, სადაც ეს სოციალური პაკეტი უნდა აისახოს, არ მოხერხდა და გადაიდო დაახლოებით 10 დღით, თუ კიდევ არ გაგრძელდა. ამან გარკვეული კითხვის ნიშნები დააყენა, ყოველ შემთხვევაში ვერსიები, რომ თუ ყველაფერი ისეა, როგორც პრემიერი ლაპარაკობდა, მაშინ გაუგებარია ბიუჯეტის პროექტი კიდევ 10 დღით რატომ გადაიდო და რატომ არ შევიდა პარლამენტში შესწორებები. აი, ეს გარკვეულ უსიამოვნო ვარაუდებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ არის მყარი ფინანსური გარანტიები, რომ სოციალური კუთხით მოსახლეობისადმი მიცემული პირობის და დახმარებების გაცემა დაიწყება, ამას ნამდვილად ველოდებოდი.

გარდა ამისა, ისევ პრობლამატური რჩება თვითდასაქმებულთა საკითხი და ხელისუფლებამ ეს საკითხიც ალბათ უნდა მოაგვაროს, ყოველ შემთხვევაში რაღაც გამოსავალი აქედან უნდა მოიძებნოს, უკეთესი, ვიდრე არის.

ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი გაგრძელებულიყო და წლის ბოლომდე მაინც შენარჩუნებულიყო, სამწუხაროდ პრემიერმა თქვა, რომ ამაზე არ ფიქრობენ”, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ეს იყო პიარისთვის გამიზნული გამოსვლა. რაც შეეხება ოპოზიციას, ძაბირაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არ იყო ისეთი კრიტიკული, როგორიც სხვა შემთხვევაში არის ხოლმე და ეს შესაძლოა, იმან განაპირობა, რომ მათ ამ თემაზე, რითაც პრემიერი წარსდგა, ბევრი სალაპარაკო და საკამათო არც ჰქონიათ.

„სხვა მხრივ რომ გითხრათ, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, იყო პიარისთვის გამიზნული ეს გამოსვლა, არამარტო ანგარიში, არამედ პოლიტიკური პიარი და გარკვეული, წარმატებული პიარი. ზოგადად შეიძლება თქვას, რომ ოპოზიცია მაინც დარჩა ერთგული იმ ვითარების, რაც გამოამჟღავნეს კორონავირუსთან დაკავშირებით, ანუ ამ მიმართულებთ ოპოზიცია არც ძალიან კრიტიკული ყოფილა და კაცმა რომ თქვას, ბევრი საკამათო და სალაპარაკო არც ჰქონიათ. ის თემები იყო, რომელი თემებიც მაინცდამაინც ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იყო, პოლიტიკური თემები ფაქტორივად არ იყო და ახლა ინტერპელაციის წესით რომ მივა პრემიერი პარლამენტში, აი, იქ მგონია, რომ იქნება სხვა სცენარი. ეს პრემიერის პარლამენტში მისვლა მაინც მთავრობის სცენარით წარიმართა, ამიტომაც მთავრობამ განსაზღვრა დიალოგის, მოხსენების თუ კამათის ძირითადად მიმართულებები და ვფიქრობ, რომ ამიტომაც ოპოზიცია ვერ იყო ისეთი მკაცრი და როგორიც არის ხოლმე. ზოგადად, გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ, ოპოზიციას ბევრი საკამათი და სალაპარაკოც არ ჰქონია იმ თემასთან დაკავშირებით, რა ანგარიშიც წარადგინა ხელისუფლებამ. როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს ხელისუფლება, ფაქტია, რომ ეს ბრძოლა პანდემიასთან იყო წარმატებული და ამიტომაც ოპოზიციას ბევრი სალაპარაკო არ ჰქონდა. სწორად მოიქცა ოპოზიცია, რომ ხელოვნურად რაღაცები არ გამოიწვია, მითუმეტეს წინ არის ინტერპელაციის წესით შეხვედრა პრემიერთან და შემდეგ უკვე წლიური ანგარიში… ეს ის შემთხვევა იყო, ძალიან იშვიათი, შეიძლება გამონაკლისიც კი, როდესაც მმართველმა გუდმა სწორად განსაზღვრა თემაც და სწორად წაიყვანა კამათიც, მაგრამ იცით რაშია საქმე, აქ მარტო ტაქტიკაზე და დაგეგმვაზე არ არის დამოკიდებული, თავად პროცესი წარმართა სწორად”, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს