გია ხუხაშვილი - ხელისუფლების გზავნილები პრობლემის მოკლევადიან გადაგორებაზეა ორიენტირებული - საარჩევნო დღის წესრიგით უფრო მოქმედებენ ვიდრე სახელმწიფოებრივით

ხელისუფლების გზავნილები ძირითადად პრობლემის მოკლევადიან გადაგორებაზეა ორიენტირებული, გარკვეულწილად სირაქლემის პოზას აწარმოებენ, რომ არჩევნებამდე მიღებული დივიდენდები შეინარჩუნონ. საარჩევნო დღის წესრიგით უფრო მოქმედებენ ვიდრე სახელმწიფოებრივით, რაც ძალიან შემაშფოთებელია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლას.

ხუხაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი პოსტ-კრიზისულ გეგმებზე საერთოდ არ საუბრობს, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ტიპის კონცეფციის შემუშავება რომლითაც დაცული იქნება ქვეყნის ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოება.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება ძალიან სუსტად გამოიყურება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. პრემიერის ერთ-ერთი მთავარი თეზა იყო, რომ პოსტ-კრიზისულ მენეჯმენტზე საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ სამყაროში მოთხოვნა-მიწოდებასთან დაკავშრიებით ბუნდოვანი სიტუაციაა და ამის გამო ამაზე საუბარი არ შეიძლება. საკმაოდ მწვავე ფრაზებიც კი იხმარა და კომპეტენცია დაუწუნა მათ, ვინც ამაზე ლაპარაკობს. სინამდვილეში ეს არის ის შემთხვევა როდესაც თეზისი წინააღმდეგობაში მოდის მისივე არგუმენტაციასთან.

ჩვენ სწორედ იმიტომ გვჭირდება პოსტ-კრიზისული გეგმა, რომ ბუნდოვანი სიტუაციაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ტიპის კონცეფციის შემუშავება, რომლითაც დაცული იქნება ქვეყნის ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოება. ხელისუფლების გზავნილები ძირითადად ორიენტირებულია მოკლევადიან გადაგორებაზე პრობლემის, გარკვეულწილად სირაქლემის პრობლემას აწარმოებენ რომ არჩევნებამდე მიღებული დივიდენდები შეინარჩუნონ და საარჩევნო დღის წესრიგით უფრო მოქმედებენ ვიდრე სახელმწიფოებრივით, რაც ძალიან შემაშფოთებელია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა