ნინო ბურჯანაძე - კარგია, რომ დევნილები გაგახსენდათ ბატონო პრემიერო, ოღონდ ეს გამოხმაურება არის წინასაარჩევნო დაპირება და სხვა არაფერი

კარგია, რომ დევნილები გაგახსენდათ ბატონო პრემიერო, ოღონდ ეს გამოხმაურება არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და სხვა არაფერი, - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას ეკონომიკური აღმავლობის დროს არ გახსენებია დევნილები და მათი საცხოვრებელი ფართები, ახლა კი ეს მხოლოდ საარჩევნო დაპირებაა.

,,კარგია, რომ დევნილები გაგახსენდათ ბატონო პრემიერო, იმიტომ, რომ პირველი პოლიტიკური ძალა, სწორედ ,,ერთიანი საქართველო" იყო რომელმაც ყურადღება მიაქცია, რომ დევნილები ნახსენებიც კი არ იყო ხელისუფლების გამოქვეყნებულ ანტიკრიზისულ გეგმაში. კარგია, რომ ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურეთ. ოღონდ ეს გამოხმაურება არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და სხვა არაფერი. ძალიან კარგია და მხოლოდ გამიხარდება, თუ დევნილები ბინით უზრუნველყოფილები იქნებიან. ამას მხოლოდ მივესალმები. თუმცა, როდესაც ეკონომიკური აღმავლობა იყო ქვეყანაში, მაშინ არ გახსენებია ხელისუფლებას დევნილები და მათი საცხოვრებელი ფართი, ახლა როდესაც ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება, ახლა მოახერხებს ხელისუფლება დევნილებისთვის 150 მილიონი ლარის გამოყოფას? ეს არის დიდი ტყუილი, ეს არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დევნილებისთვის წლის ბოლომდე 150 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 1800 საცხოვრებელ ბინას შეიძენს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა