ნინო ბურჯანაძის შეფასებით, პრემიერის პარლამენტში მოხსენება „თვითკმაყოფილებით იყო გაჯერებული“

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პოზიტიურია რომ პრემიერმა იგრძნო პასუხისმგებლობა მისულიყო პარლამენტში და პასუხი გაეცა პარლამენტარების კითხვებისთვის, თუმცა მისი გამოსვლა თვითკმაყოფილებით იყო გაჯერებული.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა, ჯერჯერობით პრაქტიკულად არცერთი თეთრის დახმარება არ გაუცია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ.

„მინდა გამოვეხმაურო პრემიერის გუშინდელ მისვლას პარლამენტში, ერთი პოზიტივი რაც გუშინდელ დღესთან დაკავშირებით იყო არის ის, რომ პრემიერმა იგრძნო პასუხისმგებლობა, რომ პარლამენტში მისულიყო და პარლამენტარების კითხვებზე პასუხი გაეცა. რაც შეეხება მის მოხსენებას, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოხსენება იყო გაჯერებული თვითკმაყოფილებით, გაჯერებული იმით, რომ თურმე ყველაზე კარგი მთავრობა გვყავს მსოფლიოში, ყველაზე კარგად უმკლავდებიან, ყველა პრობლემას, როგორც პანდემიას, ასევე ეკონომიკურ პრობლემებს. თურმე ვინც ახლა ლაპარაკოს პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის გეგმაზე, მან საერთოდ არაფერი არ იცის ეკონომიკაში და ა.შ. როგორც ჩანს, ჩვენ მთელი მსოფლიო უნდა შემოგვხაროდეს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი მთავრობა გვყავს, სამწუხაროა მეგობრებო, რომ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და ტყუილი დაპირებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ სამწუხაროდ, მთელი ამ კრიზისის განმავლობაში ხელისუფლებამ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განაცხადა ამის თაობაზე, ჯერჯერობით პრაქტიკულად არცერთი თეთრის დახმარება არ გასცა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა