გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით სთავაზობს

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით სთავაზობს.

დეპუტატის თქმით, რადგან ამ ფორმატით ლუგარში შესვლაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური ამოცანები ამოძრავებთ.

„არსებობს დადგენილი წესები და ამ წესებით ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებამ მოგვცა ძალიან კარგი სურათი, რომელიც ჟენევაშიც, გაერო-ს ოფისში იყო განხილული და შეფასებულ იქნა უმაღლეს დონეზე. არავითარი ამის წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ აქ შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ კვლავაც ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწერონ ის, რაც სურთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ მზად არიან მოიწვიონ რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. „საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ,- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო