ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საია-ს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, სავარაუდოდ, იურიდიული კომიტეტი განიხილავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საია-ს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, სავარაუდოდ, იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

ოხანაშვილის თქმით, თუკი წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში მეტ გამჭვირვალობას, ის მზადაა მხარდასაჭერად.

"პირველ რიგში, გავეცნობით ამ წინადადების დეტალებს. ბიუროს სხდომამ უნდა გადაწყვიტოს, ვის დაეწერება ეს საკითხი. სავარაუდოდ, ეს დაეწერება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. შესაბამისად, ჩვენ რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ. დათქმულ ვადებში ყურადღებით განვიხილავთ ამ წინადადებას და მოვისმენთ ასევე საია-ს წარმომადგენლის პოზიციას, მათ მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი პოზიციაც წარმოადგინონ. თუ ეს საკანონმდებლო წინადადება ემსახურება კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და საკითხების დახვეწას, მე მზად ვარ ამისთვის. ყურადღებით გავეცნობით რა წერია და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. საია-ს წინადადებით: საზოგადოებისთვის მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა გახდეს ცნობილი, ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი; პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა უნდა მოხდეს სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3-ის მიერ; კანდიდატის დასახელება არ უნდა იყოს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა