კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისს დასრულდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები სრულიად შეიცვალა.

„გლდანის რაიონში, ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება. ახლა, ამ კონკრეტული მონაკვეთის ზედა ფენების მოწყობა მიმდინარეობს და 15 ივნისისთის ორივე ცენტრალური ქუჩა დასრულებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ქვემოთ არსებული მთლიანი კომუნიკაციები შეიცვალა. ასფალტი, რომელიც იგება, სპეციალური მოდიფიცირებული ასფალტია, ძალიან მაღალი ხარისხისაა. გარდა ამისა, მოეწყო ორ კილომეტრზე ჯებირები და გაგანიერდა ტროტუარები, სადაც ტროტუარის სივიწროვის გამო, შეუძლებელი იყო გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო