კახა კალაძე - ჩემი მერობის პირობებში ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკის ნაცვლად მშენებლობა განგვეხორციელებინოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ჭალებში საქალაქთაშორისო პარკი აუცილებლად გაშენდება, თუმცა, პროექტის ვადებმა კორონავირუსით შექმნილი სიტუაციის გამო გადაიწია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვერავინ დაასახელებს მაგალითს, რომ მისი მერობის პერიოდში პარკში ან რეკრეაციულ სივრცეში მშენებლობა განხორციელებულიყოს.

„დიღმის ჭალების ტერიტორია უნდა განვითარდეს და მთავარია, განვითარდეს სწორად. გაქვთ ინფორმაცია, რომ ვგეგმავთ საქალაქთაშორისო პარკის მშნებლობას, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე იქნება. უბრალოდ, ამ ვითარებიდან გამომდინარე დროებით მოგვიწია შეჩერება ამ პროექტის განხორციელების, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ გაკეთდება. აუცილებლად გაკეთდება უბრალოდ, დროში გადაიწია, რადგან სხვა პრიორიტეტები არის უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი მერობის პირობებში თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკის ნაცვლად მშენებლობა განგვეხორციელებინოს“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა