გიორგი ვაშაძის განცხადებით, წინააღმდეგია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებების გამო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების შესვლის

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წინააღმდეგია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებების გამო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების შესვლის, რადგან თვლის, რომ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომლის გამოყენებაც რუსეთს შეუძლია.

ვაშაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს პრინციპულობისკენ მოუწოდებს.

„არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, თუ რამე პრეტენზია აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, წავიდეს და გამოიყენოს ეს მექანიზმები. მე, წინააღმდეგი ვარ, რომ კარასინების და მსგავსი ოკუპანტის წარმომადგენელი ადამიანების განცხადებების გამო შევუშვათ ლუგარის ლაბორატორიაში. ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული და არ უნდა მოვერთხათ მაშინვე მუხლებზე, რომ ვაიმე, ახლა რა გვეშველება კარასინს თუ არ გავუღეთ კარები და არ შევუშვით ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა