ამირან გამყრელიძე  ონიშჩენკოს - ბატონო გენადი, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითაც ვართ ლუგარის ცენტრში დაკავებული, მოეშვით ამ „ველიკა დერჟავულ“ ჩვევებს

ონიშჩენკოს ძალიან კარგად ვიცნობ. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას ? - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის დუმის დეპუტატს გენადი ონიშჩენკოს, საქართველოში რუსეთის წარმომადგენლების ჩამოსვლასთან და ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერებასთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძემ ონიშჩენკოს მიმართა, რომ მარტო ისინი ვერ ჩამოვლენ და თუ ჩამოსვლა და ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერება სურთ, ამას მხოლოდ საერთაშორისო მისიებთან ერთად შეძლებენ.

„ონიშჩენკოს ძალიან კარგად ვიცნობ. როცა მე სამინისტროში მაღალ პოზიციებზე ვმუშაობდი, ონიშჩენკო რუსეთის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხო არ ლაპარაკობ ახლა ამას ? გეუბნებიან, გავალებენ, რომ ეს თქვიო. სამჯერ გითხარით, პირადად დაგპატიჟეთ ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითაც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში. მოეშვით ამ „ველიკა დერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმებთან ერთად გინდათ - კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“,-მიმართა გამყრელძემ ონიშჩენკოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო