ამირან გამყრელიძე -  თუ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, ჩვენ მზად ვართ

თუ ჩვენ (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს) სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს, სადაც დაავადებულთა რიცხვი დრამატულად იზრდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ თუ იქნება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვა მკურნალობის პროცესში დახმარების შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მათ დახმარებას ამ მიმართულებითაც აღმოუჩენს.

„ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. იცით, რომ ჩვენ ძალიან მოძმე ერები ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ ყოველთვის და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ხშირად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები, ვაქცინები და ა.შ. როცა ჩვენ გვჭირდებოდა ან მათ ჩვენგან სჭირდებოდათ. სერიოზული იყო დახმარება ცე ჰეპატიტის წამლით ამ ორი თუ სამი წლის წინ.

თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს თუ სომხეთს ეს დახმარება დღეს სჭირდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა