პაატა იმნაძე - მოკლე მანძილზე ჯობია ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება

მოკლე მანძილზე ჯობია ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი იმ თანამოქალაქეებს, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კითხვას, რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სჯობს მგზავრობა.

იმნაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტის დატვირთვაც ნაკლები იქნება.

„მოკლე მანძილებზე ჯობია ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, იმისთვის, რომ ნაკლები იყოს ტრანსპორტზე დატვირთვა. იმ თანამოქალაქეებს დავუთმოთ ტრანსპორტი, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება“,- განაცხადა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს