პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც კოვიდ 19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს, "ოღონდ ძალიან ცოტა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა კოვიდ 19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს. მისი თქმით, ასეთი, საქართველოში დაახლოებით, 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

„ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო. ჩვენ ასეთ ტესტებს დიდი ხანია ვატარებთ, როცა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს ვიკვლევთ. მათ ვიკვლევდით არამარტო PCR დიაგნოსტიკით, არამედ ანტისხეულებზეც და „ელაიზა“ მეთოდითაც და ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები ნამდვილად კოვიდის წინააღმდეგაა. ასეთი 10-მდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევებზეც და ამ შემთხვევაშიც, მაქსიმუმ ორი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი დადებითი შემთხვევაა ნაპოვნი. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, არის, ოღონდ ძალიან ცოტა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა