გიგი წერეთელი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიგი წერეთელმა მას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა და წარმატება უსურვა.

„საუბარი შეეხო COVID-19_ის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გიგი წერეთელს და აღნიშნა ეუთო-სთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ის აქტივობები, რომელსაც ასამბლეა ახორციელებს ამ პერიოდში, არსებული ინსტრუმენტებით და ფორმატით.

გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური გახდება თანამშრომლობა იმ არსებულ ერთობლივ პროექტებზე. საუბარი ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას და ეუთო-ს აქტიურ ჩართულობას. გიგი წერეთელმა და საჰიბა გაფაროვამ, ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა