სალომე ზურაბიშვილი - პანდემიამ ყველა გამოწვევების წინაშე დააყენა და ყველას ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა

პანდემიამ ყველა გამოწვევების წინაშე დააყენა და ყველას ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

„ჩვენ გვჭირდება მეტი მულტილატერალიზმი და არა ნაკლები, რადგან საზღვრების გარეშე კატაკლიზმების დამარცხება მხოლოდ შესაძლებელია საზღვრებს გარეშე სოლიდარობით. გაერო უნდა იყოს წამყვანი ძალა მულტილატერალიზმის განახლების საქმეში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მოსაზრებით, ამასთან, საჭიროა მეტი რეგიონალური სოლიდარობა. პრეზიდენტის თქმით, მულტილატერალურმა დახმარებამ უნდა მოძებნოს ახალი ინსტრუმენტები, რათა დაეხმაროს გლობალურ ეკონომიკას, ისევე როგორც განვითარებად ეკონომიკებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი და ყოვლისმომცველი მიდგომებია საჭირო სესხებთან დაკავშირებით.

„გლობალური დახმარების იდეა, ახალი მარშალის გეგმა უნდა იქნას შესწავლილი და მხარდაჭერილი. განსაკუთრებული პერიოდი განსაკუთრებულ რეაგირებას იმსახურებს. მდგრადი განვითარება ხვალის არჩევანი აღარ არის. მდგრადი განვითარების მიზნები ამჟამინდელი აუცილებლობაა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო