დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი მოაწერა. როგორც ტრამპმა ბრძანებაზე ხელმოწერის თაობაზე განაცხადა, ეს არის ნაბიჯი „დაიცვას თავისუფალი სიტყვა ერთ-ერთი სერიოზული საფრთხისგან“.

”სოციალური მედიის მონოპოლების მცირე ნაწილი აკონტროლებს შეერთებული შტატების ყველა საჯარო და კერძო კომუნიკაციის დიდ ნაწილს”, - აღნიშნა მან.

როგორც ტრამპმა განაცხადა, სოციალური მედიის კომპანიების უფლებამოსილება უკონტროლოა.

„მათ უკონტროლო შესაძლებლობა აქვთ ცენზურის, შეზღუდვის, რედაქტირების, დამალვის კუთხით“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელებით გაღიზიანება „ტვიტერის“ მიერ მისი პოსტისთვის, ინფორმაციის გადამოწმების ბმულის დამატებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზეა საუბარი, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მოგვიანებით, პრეზიდენტის აღნიშნული პოსტები გამაფრთხილებელი ნიშნებით მოინიშნა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებს.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი მოაწერა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს