ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 438 238-ს აღწევს.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 1 156 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 26 754 -მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ქვეყანა კვლავ მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო:ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო