მომსახურების სააგენტოში COVID-19-ის გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1-ელი ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, 31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.

მათივე ინფორმაციით, მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

იხილეთ ვიდეო:1 ივნისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს