მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, კლინიკური შეფასებით, არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. მისივე თქმით, 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

„დღეს დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3-ია. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ამ 8 დადასტურებული შემთხვევიდან 6 არის საკარანტინო სივრციდან და 2 - ბოლნისიდან. ჩვენს ცენტრშია 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1 საეჭვო ანტიგენდადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, ანუ სწრაფი ტესტით დადასტურებულია და დღეს გაკეთდება მასთან PCR კვლევა და ვნახავ შედეგს.

ამჟამად ჩვენთან სულ წევს 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი და 1 საეჭვო. მძიმე პაციენტებთან გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, სამი მძიმე პაციენტის მდგომაროება მკვეთრად გაუმჯობესებულია და შეიძლება საშუალოზე მძიმე ვთქვათ მათ მდგომარეობაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება უცვლელია, უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. 8 ახალ შემთხვევაში ხანდაზმული არ არის, 1 არის 16 წლის. თუ კლინიკურად შევაფასებთ და არსებული რუტინული კვლევებით, არ სცილდება საშუალო სიმძიმეს მათი მდგომარეობა და ვნახოთ დღეს გაფართოებული კვლევებით, რას მივიღებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა