დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ავაზაკებს“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ავაზაკებს“ უწოდებს.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ის განზე ვერ გადგება და უყურებს, რა ხდება ამერიკის დიდ ქალაქში.

„ეს ავაზაკები ჯორჯ ფლოდის ხსოვნას შეურაცხყოფენ. მე ამას არ დავუშვებ, როდესაც ძარცვა-გლეჯა იწყება, სროლაც იწყება,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

„ბიბისის“ ინფორმაციით, რამდენიმედღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მინეაპოლისში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ძალებია მობილიზებული. გამოცემის ცნობით, მინესოტას შტატის გუბერნატორმა ტიმ ვალცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციები უკონტროლო გახდა და მომიტინგეებმა შენობები დაწვეს.

შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. 46 წლის ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა