გია ვოლსკი - კრიზისსა და დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

კრიზისსა და დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობისთვის არათუ დახმარება არ გაუწევიათ ოდესმე, არამედ წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური ფრაქციების მიერ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებას.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ისიც არასდროს ღირსებია საქართველოს, რომ პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის სხვა წარმომადგენელი ინტერპელაციის წესით მისულიყო პარლამენტში.

„კრიზისსა და დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობისთვის არათუ დახმარება არ გაუწევიათ ოდესმე, არამედ წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. დღეს უზნეობა რომ ვუწოდოთ, ისიც აღარ არის საკმარისი იმის შესაფასებლად, რასაც ესენი სჩადიან, თუმცა თუკი რაიმე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს ინტერპელაციაც ხომ ახალი სისტემით არის ჩამოყალიბებული. არც ეს ღირსებია არასდროს საქართველოს, რომ პრემიერი კი არა, რომელიმე მინისტრი ან სამსახურის უფროსი აბარებდეს ანგარიშს მთელ საზოგადოებას და პასუხობდეს ოპოზიციის შეკითხვებს. ან სად იყო საერთოდ ოპოზიცია, ფეხვქვეშ გათელეს ყველაფერი და დღეს ამ სიკეთით სარგებლობენ. კარგიც არის ეს, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. თუ რამე შეკითხვებია, რასაკვირველია პრემიერ-მინისტრმა ამაზე უნდა ისაუბროს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა