მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება

მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველ საჯარო განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.

„საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა. მანამდე ეს დრო იყო შერებული. მომდევნო კვირაში ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით. წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვუპასუხებთ ამ კითხვებს, რომელიც ასევე იქნება ინტერაქტიული. ამ განხილვას მალევე მოყვება მეორე განხილვა, რომელიც ჩატარდება რეგიონში. სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია უმასპინძლებს. უკვე კონსულტაციები გვაქვს ამაზე დაწყებული. ამის მერე, ერთთვიანი ვადის ამოწურვის შედეგ გადავდივართ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაზე, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა. იმედი მაქვს, დღევანდელი მოცემულობით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შევძლებთ რომ გამოვიტანოთ სამივე კენჭისყრაზე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო