სალომე სამადაშვილი - პარლამენტში პრემიერის ბოლო სტუმრობისას უადგილო ოხუნჯობა, ღლიცინი ვიხილეთ, დღევანდელი პროცედურა მას შესაძლებლობას არ მისცემს, კითხვებს თავი აარიდოს

რაც ჩვენ პარლამენტში პრემიერის უკანასკნელი ვიზიტისას ვიხილეთ, ეს იყო სრულიად უადგილო ოხუნჯობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მისი თქმით, “კოვიდ19”-ის მართვათან დაკავშირებით პრემიერის ანგარიშის მოსმენა "ღლიცინის ტონში" გაიმართა, რითაც კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას შეეცადა. სამადაშვილის განცხადებით, დღეს გახარია ინტერპელაციის წესით დასმული კითხვებისგან თავის არიდებას ვეღარ შეძლებს.

"ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კონკრეტული შეკითხვები გვაქვს დასმული და დღევანდელი პროცედურა მას არ მისცემს შესაძლებლობას, თავი აარიდოს ამ კითხვებს, როგორც ეს ჩვენ ვიხილეთ მისი წინა ვიზიტისას პარლამენტში. კონკრეტულად ჩვენი შეკითხვები შეეხება იმას, რომ საქართველოს რეგიონში აქვს ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მონაცემები, რაც შეეხება ქვეყანაში სიღარიბის ზრდას და შიმშილობის ინდექსს. ასევე, იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც დღეს ჩვენი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი -პენსიონერები არიან. კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემებზე სამუშაოდ - ამაზე პრემიერისგან დეტალურ პასუხს ველოდები. ვხედავთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მთლიანად მიმართულია ისევ და ისევ პრივილეგირებული ინტერესების დასაცავად და სრულიად აცდენილია ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. რაც ჩვენ პარლამენტში პრემიერის უკანასკნელი ვიზიტისას ვიხილეთ, ეს იყო სრულიად უადგილო ოხუნჯობა. რაღაც სიტყვამოსწრებული პასუხები, რითაც თავს არიდებდა კონკრეტულ შეკითხვებს. ღლიცინის ტონში განხილვა, რომელიც ჩვენ პარლამენტში 2 დღის წინ ვნახეთ, ნამდვილად არ არის ადეკვატური ტონი და ადეკვატური პასუხი იმ უმძიმეს სიციალურ და ეკონიმიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი სახელმწიფო და ხალხი დგას,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო