მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერმა პასუხი ყველა კითხვას გასცა და ოპოზიციამ არჩია, „კიდევ ერთხელ მიეღოთ პოლიტიკური დარტყმები“

სინამდვილეში, ყველა იმ კითხვას, რაც ინტერპელაციის წესით დაისვა პრემიერ-მინისტრთან, ამომწურავი პასუხი გაეცა ორი დღის წინ. მიუხედავად ამისა, მათ არ მოხსნეს ეს კითხვები და არჩიეს, რომ კიდევ ერთხელ მიეღოთ პოლიტიკური დარტყმები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებას. მდინარაძის თქმით, სიმართლე ხელისუფლების მხარესაა, რომელიც ხალხზე სახელმწიფოს შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში ზრუნავს.

„სინამდვილეში, ყველა იმ კითხვას, რაც ინტერპელაციის წესით დაისვა პრემიერ-მინისტრთან, ამომწურავი პასუხი გაეცა ორი დღის წინ. მიუხედავად ამისა, მათ არ მოხსნეს ეს კითხვები და არჩიეს, რომ კიდევ ერთხელ მიეღოთ პოლიტიკური დარტყმები. ამ რისკზე წავიდნენ და კი ბატონო, დღესაც მიიღებენ ამ პოლიტიკურ დარტყმებს, დარწმუნებული ვარ. სიმართლე არის იმ ხელისუფლების და იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ზრუნავენ ხალხზე სახელმწიფოს შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში. ტყუილის მხარეს ვერ იქნება საზოგადოებრივი განწყობა

დღესაც იქნება გუშინწინდელი დღის გაგრძელება, სადაც პრემიერ -მინისტრი ამომწურავ და დამაჯერებელ პასუხებს გასცემს ოპოზიციას,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა