ვითარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში - "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟი

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 06:00 საათიდან მეტრომ, ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა მუშაობა შეცვლილი წესებით განაახლეს. კერძოდ, ახალი პროტოკოლის მიხედვით, მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ პირბადის გამოყენებით შეუძლიათ.

გარდა ამისა, მოქალაქეებს შორის აუცილებელია დისტანციის დაცვა. იკრძალება მგზავრთა ფეხზე დგომა. ავტობუსებსა და ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებში დაუშვებელია კონდენციონერის ჩართვა. უშუალოდ მეტროსადგურების შესასვლელებთან დგანან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მგზავრთა ნაკადს არეგულირებენ. მოქალაქეთა განთავსება კონტროლდება გაჩერებებზეც. ამ დროისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ჭარბი რაოდენობა არ შეინიშნება.

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტები სხვადასხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას თვალს დილიდან ადევნებდნენ. გთავაზობთ მათ მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა