გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ვასილ როინიშვილს სამოსამართლეო საქმიანობის დიდი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია აქვს

უზენაესი სასამართლოს წევრის, იუსტიციის საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ვასილ როინიშვილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია, სამოსამართლეო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ შეიკრიბნენ უზენაესი სასამართლოს წევრები, შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, რადგან სწორედ მას აქვს უფლება დაასახელოს საკონსტიტუციო სასამარლოს წევრის კანდიდატურა და სწორედ კონსულტაციის შემდეგ განიხილეს კანდიდატურები.

მიქაუტაძის თქმით, შეჯერების შედეგად ყურადღება შეჩერდა ვასილ როინიშვილის კანდიდატურაზე.

"უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს გადაწყვეტილება მიიღო და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია ვასილ როინიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. მას აქვს დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 10 წლის განმავლობაში და უფრო მეტის, იყო უზენაესი სასამართლოს წევრი, აქვს მაღალი კვალიფიკაცია. ვულოცავ ბატონ ვასილს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებას", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის არჩევის საჭიროება იმის გამო დადგა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ეწურება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს