პრემიერი - 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე 19.5%-ია, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე ორჯერ შემცირდა

2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან 25.5%-მდეა შემცირებული.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან 25.5%-მდე. მე არაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით წელს, გაიზარდა პენსია პენსიონერებისათვის 20 ლარით. პირველი ივლისიდან მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80%“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, მისთვის უკიდურესად მძიმეა სიღარიბის თემაზე საუბარი. „ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზების გამო. გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც კრიზისში ვართ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ცხოვრება და ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის განმსჭვალული. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ბიუჯეტის 1/3 მიმართულია სოციალური ხარჯებისთვის.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

იხილეთ ვიდეო:2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე 19.5%-ია, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე ორჯერ შემცირდა - პრემიერი

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას