პრემიერი „ნაცმოძრაობაზე“ - 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება არავის აინტერესებდა და დღეს მედავებიან, თან ტყუილებით, რომ ზედმეტი საბუთები მოვითხოვეთ სოციალური დახმარების გასაწევად

2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რათა სოციალური დახმარება გაგვეწია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით, პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში თვითდასაქმებულები საერთოდ არ აღირიცხებოდნენ.

„უბრალოდ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად იბრძვის მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად ორ ძირითადად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტობრივად - გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული შემოსავალი, სახლში შესატანი შემოსავალი, ამ პირობებში, როდესაც საერთოდ ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო, საერთოდ არ აინტერესებდა. არც აღირიცხებოდა, საერთოდ ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში”, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

იხილეთ ვიდეო:პრემიერი „ნაცმოძრაობაზე“ - 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება არავის აინტერესებდა და დღეს მედავებიან, თან ტყუილებით, რომ ზედმეტი საბუთები მოვითხოვეთ სოციალური დახმარების გასაწევად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა