სალომე სამადაშვილი - ბატონო პრემიერო, მოქალაქეების მომავალი შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას

საქართველოს მოქალაქეების მომავალი, ბატონო პრემიერო, შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც, სინამდვილეში, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ მთავრობის მეთაურ გიორგი გახარიას.

სალომე სამადაშვილმა კორუფციის შემთხვევების სადემონსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ სასაცილოა, როდესაც ხაზინის ქურდ ფარცხალაძეზე პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობ და ამბობ, რომ მან ბიუჯეტში 9000 ლარი ჯარიმის სახით გადაიხადა.

„სად წავიდა ეკონომიკური ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი? საქართველოს მოქალაქეების მომავალი, ბატონო პრემიერო, შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც, სინამდვილეში, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, როგორც ქრთამის მისცემა, ასევე ქრთამის აღება. გინდა ქართულ-ჯგიგრული მიდგომა დაუძახეთ ამას და გინდა რაიმე სხვა. მე მინდა, ჩამოგითვალოთ რამოდენიმე მაგალითი, რომ არ გეგონოთ, რომ ეს არის დაუსაბუთებელი ბრალდება. მაგალითად, თქვენ აქ გვითხარით ტრიბუნიდან, რომ ფარცხალაძემ გადაიხადა 9000 ლარი ჯარიმა იმიტომ, რომ კარანტინის წესები დაარღვია. ბატონო პრემიერო 400-დან 700 მილიონამდე აქვს, რაც ჩვენ ვიცით, კაცს წაღებული სახლში და 9000 თუ დააბრუნებს ბიუჯეტში, ნუ დაგვამადლით ძალიან გთხოვთ იმიტომ, რომ უბრალოდ სასაცილოა მსგავსი მასშტაბის ხაზინის ქურდზე ისაუბრო საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა, რომ თურმე 9000 ჯარიმა გადაიხადა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე გამქრალი 110 მილიონი, ენერგოსისტემაში გამქრალი 76 მილიონი, 400 მილიონი ზარალი რკინიგზას, საიდანაც ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ის 100 მილიონი, ჯერ რომ მაინც ვერ გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო რაღაც ფონდში თუ არა, სწორედ რკინიგზიდან გამქრალი მილიონებიდან არის აღებული და ასევე საყდრისი რომ ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა და მერე მილიარდები წაიღო, ის ფულიც არის ქართველი ხალხისთვის მოპარული და რატომ პარავთ იცით, ბატონო პრემიერო ? იმიტომ, რომ თქვენი მეორე სამშობლო რომ არის ამ ქვეყნიდან ჩრდილოეთში, იქ რომ არის პლუტოკრატიული რეჟიმი, ასეთი რეჟიმი დაამყარეთ ჩვენს სამშობლოშიც,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა