თინა ბოკუჩავა პრემიერს - თქვენმა გამოსვლამ შევარდნაძის დრო გამახსენა, როცა იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდა ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდნენ

ბატონო გიორგი, თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ შევარდნაძის დრო გამახსენა, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდა ზოგ-ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდნენ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

„ბატონო გიორგი, როდესაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობთ, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს, დიახ, 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა. ჩვენს დროს ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ. დღეს ეკონომიკური ზრდა 4%-მდეც კი არ არის. სწორედ ახსენეს, ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ხრავთ, ჭამთ, სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი, ამიტომ ხდება ეს. გადახედეთ თქვენს ქონებას. შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ, თქვენი ახლობლები და როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები და განსხვავებას ნახავთ. მოსახლეობის 69% სიღარიბეში ცხოვრობს. ბატონო გიორგი, თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ შევარდნაძის დრო გამახსენა, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდა ზოგ-ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდნენ. ეს გვითხარით გუშინ თქვენ ზუსტად, რომ ის, რაც საქართველოს კანონმდებლობით 3-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება, თქვენ ქართულ „ჯიგრულ პონტად“ დაახასიათეთ“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო