გია ვოლსკი - "ნაცკლასტერი" სადისტები იყავით, ძალა გქონდათ ხელში, რამდენი ადამიანია ამით დაზარალებული და ახლა სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ, სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს?

"ნაცკლასტერი" სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში, სადიზმის რამხელა დიაპაზონი იყო, რამდენი ადამიანი არის ამით დაზარალებული და სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა? , - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გია ვოლსკის თქმით, ეს ყველაფერი "უზნეობაა და უზნეობას პასუხი სჭირდება".

„რაც შეეხება "ნაცკლასტერს", სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში, სადიზმის რამხელა დიაპაზონი იყო, რამდენი ადამიანი არის ამით დაზარალებული და სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა. სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ საერთოდ ? თანხებს რატომ არ აძლევთო და ვისთვის რა თანხა გაქვთ ოდესმე მიცემული, განსაკუთრებით 2008 წელს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს გვიმტკიცებდით, რომ რუსეთი შეტევაზე არ არის გადმოსულიო და აგრესიას ეგ არ ახორციელებსო. 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, ყველა შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის საშუალებით იყო მიღწეული, დაიხა და ურნაში გადაიგდო. ამის შემდეგ, რაც მოხდა კარგად ვიცით - არცერთი მოლაპარაკება, გვერდზე დაგვრჩა ის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვკარნახობდნენ და ახლა რაზე მივედით? თურმე ბიძინა ივანიშვილს კიტრი და პომიდორი აინტერესებს, რომ მარნეულიდან იაფად გამოიტანოს და ძვირად გაყიდოს, ეს ხომ ტყუილია. კიდევ რომელი ერთი ტყუილი ჩამოვთვალო? 53 საქმე ჩამოვიდა სტრასბურგიდან და ამათი ჩადენილი დანაშაულების გამო, ჩვენ ფული უნდა გადავიხადოთ. ეს ინფორმაციაც გადაიფარა და იცით რითი? რომ პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში მიდის და ყველა ამას კითხულობს მიდის თუ არა გახარია ოპოზიციაში. ყველა საკითხის გადაფარვა ასე მიდის, რომელიც აქტუალურია და ხშირ შემთხვევაში პასუხებია საჭირო. პიროვნულად არასდროს არ მომიხსენებია ოპოზიციიდან არავინ. გამოვიდა აგერ ქალბატონი ბოკუჩავა და თქვა, რომ ჩვენ თურმე ჩვენი მხარდაჭერების სიებს ვადგენთ, რომ მათ დავურიგოთ პროდუქცია. სულ ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, უზნეობაა და უზნეობას პასუხი სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკი.

იხილეთ ვიდეო:"ნაცკლასტერი" სადისტები იყავით, ძალა გქონდათ ხელში, რამდენი ადმიანია ამით დაზარალებული და ახლა სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ, სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? - გია ვოლსკი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს