საქართველოს უზენაესი სასამართლო პლენუმის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილი აირჩია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახლადარჩეული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის დადების დღიდან შეუდგება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის მიზნით დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანადებობაზე დასანიშნად პლენუმს უზენაესი სასამართლოს წევრის ვასილ როინიშვილს კანდიდატურა წარედგინა. დასახელებულ კანდიდატურას მხარი პლენუმის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის დადების დღიდან შეუდგება“, - ნათქვამია უზენაესი სასმართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა