ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნით, ე.წ. კლანის გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში გაიზარდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ე.წ. კლანის გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში გაიზარდა.

მისი თქმით, ვასილ როინიშვილი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერით რომ არ სარგებლობდეს, ის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას ვერ დაიკავებდა.

„საინტერესოა ორი გარემოება, რაც ე.წ. კლანის მხრიდან მასთან მიმართებაში არსებულ ნდობაზე მიუთითებს.

2019 წლის დეკემბერში ვასილ როინიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 10-წლიანი ვადა ეწურებოდა. მიუხედავად ამისა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვასილ როინიშვილს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა, მისი მონაწილეობით დაწყებული საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. როინიშვილს იმ მომენტისათვის წარმოებაში ჰქონდა 527 საქმე. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე აირჩია უზენაეს სასამართლოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმეები სხვა მოსამართლეებზე გადანაწილებას დაექვემდებარა და ვასილ როინიშვილს დატვირთულობის შემცირების შესაძლებლობა გაუჩნდა. თუმცა, დეკემბრიდან მოყოლებული, 5 თვის განმავლობაში ის ისე ახორციელებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არც კი განუხილავს ეს საკითხი და არ დაუსვამს მთავარი კითხვა, ადგილი ხომ არ ჰქონდა საქმეების განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ხმათა უმრავლესობით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის კანდიდატურა აირჩია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს