გიგა ბოკერია გახარიას - უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში? ვნახოთ, ჩვენზე უკეთესები იქნებით თუ არა, მოემზადეთ

ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში? - ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც “უკეთეს ოპოზიციაზე” საუბრობდა.

“ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით რამდენიმე თვეში? შეგვეჯიბრეთ, კი ბატონო. რომ გადახვალთ, ვნახოთ, ჩვენზე უკეთესები იქნებით თუ არა, მოემზადეთ”, - მიმართა ბოკერიამ გახარიას.

პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატს დამშვიდება ურჩია.

“ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდგომ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძალიან „ისე“ იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ და დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად...”, - მიმართა გახარიამ ბოკერიას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს