ირმა ნადირაშვილი პრემიერს - თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მასტერკლასებს ატარებს

თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მასტერკლასს ატარებს, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს „გავრილოვის ღამე“ გაახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც პრემიერი, ვის გამოც აქციის მონაწილემ თვალი დაკარგა.

„თქვენი გამოსვლის დროს გამოთქვით ვარაუდი, რომ გიგა ბოკერიას დღევანდელი ტონი გამოწვეული იყო ვიღაცების შენიშვნით. მე მაინტერესებს, თქვენი ტონი რაზე დაყრდნობით შეიცვალა დღეს, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენეთ პარლამენტს, ოპოზიციას და თქვით, რომ ჩვენი დრო არ გაქვთ? - შემიძლია მეც ვივარაუდო, რომ კოლექტიურმა კოკა ყანდიაშვილებმა, ბოტებმა გითხრეს, რომ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტაროთ, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ყოველთვის როდესაც ასეთ ხელოვნურ სტატუსებს შემოგიტანენ თქვენი თვითშეფასების ასამაღლებლად, სჯობს, რომ „გავრილოვის ღამე“ გაგახსენდეთ. თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მასტერკლასებს ატარებს, თქვენ ხართ ადამიანი, უახლესი ისტორიიდან, რომელმაც მაკო გომურს თვალი დააკარგინა და ეს უნდა გახსოვდეთ მუდმივად, პარლამენტშიც და გარეთაც“, - მიმართა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა