თინა ბოკუჩავა პრემიერს - თქვენი მოსვლის დაყვედრება უტიფრობაა, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და ვალდებულება გაქვთ

როდესაც ივანიშვილთან ადიხართ დავალებების მისაღებად, მასაც იგივენაირი ლექსიკით ესაუბრებით, როგორც ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლებს? - ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

მისივე თქმით, პრემიერის მხრიდან, პარლამენტში მისვლის "დაყვედრება დიდი უტიფრობაა".

„თქვენი მოსვლის დაყვედრება პარლამენტისთვის, არის უკიდურესი უტიფრობა, რადგან კონსტიტუციის მიხედვით ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და თქვენ გაქვთ აქ მოსვლის ვალდებულება. მაინტერესებს, როცა ივანიშვილთან ადიხართ დავალებების მისაღებად, მასაც თუ ამადლით იქ მისვლას? ან იგივე ლექსიკით ესაუბრებით მას, როგორც ჩვენ?!

აქვე მინდა წაგიკითხოთ ერთი წერილი, რომელიც მოქალაქემ ცოტა ხნის წინ მომწერა. ის ამბობს, რომ იტყუებით, როცა ამბობს, რომ ფერმერებს საწვავის 1 ლარის შეღავათით შეუძლიათ შეძენა. სინამდვილეში დედოფლისწყაროში, მხოლოდ "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურზეა შესაძლებელი განაღდება და ისიც მხოლოდ 16 თეთრიანი შეღავათით. ანუ, რეალურად 16 თეთრიან შეღავათს უწოდებთ თქვენ ანტიკრიზისულ გეგმას. გარდა ამისა, გუშინწინ გვითხარით, რომ ივნისიდან დაიწყებდით დახმარებების გაცემას, დღეს ამბობთ, რომ მაისიდან. მერე ისევ ჩაასწორეთ და შემდეგი თვიდანო, მგონი, ძალიან აიხლართეთ თქვენს ტყუილებში“, - აცხადებს ბოკუჩავა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს