ნუკრი ქანთარია რომან  გოცირიძეს- რა გჭირს გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ბაძავ, დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა, ის მიიღე ზუსტად

ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ბაძავ, ახლა დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა , აი ის მიიღე ზუსტად,- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ. ნუკრი ქანთარიას თქმით, პრემიერმა კითხვებს ამომწურავად უპასუხა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რეალობას არიან მოწყვეტილები.

„მსოფლიოში ყველგან რაღაც შეიცვალა. ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე, თქვენ რა გჭირთ ხალხო? არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს? ასე მოწყვეტილი რეალობისგან, შემიძლია მხოლოდ საყმაწვილო ენით გითხრათ, რაც ეს ორი დღე შეიძლება რომ შევაფასოთ- აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში. ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, აი ეს არის ბატონები თქვენი მთელი ლაიტმოტივი. ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ჰბაძავ, ახლა დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად. დაფიქრდით ხალხო. მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გაგცათ ბატონმა გიორგიმ, რა არის ახლა ლექსიკას რომ უწუნებთ? ქალბატონ ბოკუჩავას ხევისბერის ნოტები რომ შეერია, სისხლი, ხანჯალი, ჯალათი, გიხდებათ?“-განაცხადა ქანთარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო