გიორგი გახარია - უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია

უმძიმესი საყურებელია, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ადამიანები, ელოდებოდნენ კითხვებს ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, რაც ყველას დაავიწყდა და ისინი გადავიდნენ პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ, მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ეს ადამიანები მოელოდებოდნენ, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რაღაცაზე და დღეს ყველას აბსოლუტურად დაავიწყდა ეს კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გავიგე და ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, გავიგეთ, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად და დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია. უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ყველაფერს უყურებენ, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა