დავით უსუფაშვილი - ჩვენ უამრავი პრობლემა ერთად უნდა დავამარცხოთ და ერთად გავიმარჯვოთ

ჩვენ უამრავი პრობლემა ერთად უნდა დავამარცხოთ და მათზე ერთად გავიმარჯვოთ , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახალმა ძალამ ქვეყანაში უნდა დაამყაროს ახლებური, ჯანსაღი წესრიგი.

„ქვეყანას სჭირდება ახალი იმედი და ჩვენ, ვისაც ბევრი გვინახავს ამ ქვეყანაზე, ვალდებული ვართ, დავდგეთ ახალი ძალის გვერდით, იმისათვის, რომ ახალმა ძალამ ძველი შეცდომები არ გაიმეოროს, იმისათვის, რომ ახალმა ძალამ მართლაც ახლებური სახელმწიფოებრივი წესრიგი დაამყაროს ამ ქვეყანაში, რომლითაც მერე, მთელი ქვეყანა მთელი ერი ერთნაირად ვისარგებლებთ.

ჩვენ უამრავი პრობლემა ერთად უნდა დავამარცხოთ და მათზე ერთად გავიმარჯვოთ. სიღარიბეზე უნდა გავიმარჯვოთ, კორუფციაზე უნდა გავიმარჯვოთ, სიყალბეზე, მტრობაზე და დათითოკაცებაზე, რომელმაც ეს ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენა.

ძვირფასო მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოდით ერთად გავიმარჯვოთ ძალიან მალე, იმისათვის, რომ 102 წლის წინ გამოცხადებული, 29 წლის წინ აღდგენილი, სამი დღის წინ აღნიშნული, მართლაც რეალობად იქცეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვიყოთ გამარჯვებული თავისუფალ, დამოუკიდებელ და აყვავებულ საქართველოში.

აი, ამას გისურვებთ და ამისთვის მოდის „ლელო“ არჩევნებზე“ , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით იწყებს აქტიურ კამპანიას - „ახალი ძალა, ახალი იმედი.

მათი ცნობით, დღეს პარტიის ლიდერებმა საზოგადოებას ახალი კამპანიის გეგმები და პარტიის ახალი ლოგი ტიპი წარუდგინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა