სამხრეთ კორეაში სკოლების ნაწილი ისევ დაიხურა

სამხრეთ კორეაში სკოლების ნაწილი ისევ დაიხურა. BBC-ის ინფორმაციით, პუჩონის რაიონში 26 მაისს გახსნილ 200-ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი კვლავ შეწყდა. სკოლების დახურვის გადაწყვეტილება კორეის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 28 მაისს ქვეყანაში კორონავირუსით 79 ადამიანი დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 11 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 269 ადამიანი ემსხვერპლა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი